გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
წრეწირი.წრე
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე ამოიცნოს გეომეტრიულ ფიგურებს შორის წრეწირი, შეძლოს მისი ელემენტების აღწერა. შეძლოს წერტილების მონიშვნა და ამოცნობა წრეწირზე, წრეწირის შიგნით, წრეწირის გარეთ, წრეწირში მრავალკუთხედის ჩახაზვა.განასხვავოს წრე წრეწირისაგან (რომ წრეწირი წრის საზღვარია, წრე მოიცავს წრეწირს.)თეორიული მასალა გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინასწარი  ცოდნა
●გეომეტრიული ფიგურების - წერტილი , მონაკვეთი, წრფე, მრავალკუთხედი - ამოცნობა;
●რიცხვებზე მოქმედებების შესრულება
●რიცხვების შედარება, ზრდის მიხედვით დალაგება ●სიგრის საზომი ერთულები
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(5 წთ.)
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ გეომეტრულ ფიგურებს და ვთხოვ ამოიცნონ მათ შორის ესათუ ის ჩემს მიერ დასახელებული ფიგურა.(განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება წრეწირის ამოცნობაზე.)
(5 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს გავიყვან ეზოში და ვთხოვ ისე განაწილდნენ ჩემს მიმართ, რომ ყოველი მათგანი ჩემგან ტოლი მანძილით იყოს დაშორებული.ამის შემდეგ დაუსვამ  შემდეგ კითხვებს :
- სად აღმოვჩნდი მე (ანუ მასწავლებელი)
- სად უნდა დადგეს მოსწავლე რომ აღნიშნული წრის გარეთ იყოს
- სად უნდა დადგეს მოსწავლე რომ აღნიშნული წრის შიგნით იყოს
- სად უნდა დადგეს მოსწავლე რომ აღნიშნული წრზე იყოს
(ამის შემდეგ მივცემ მითითებას რომ წრეწირის ნებისმიერი წერტილის ცენტრთან შეერთებით მიიღება რეწირის რადიუსი)
-რა მანძილი იქნება წრეწირის რადიუსი (საიდან სადადე?)
(ასევე მივცემ მითითებას რომ ქორდა არის წრეწირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი და თუ იგი წრეწირის ცენტრზე გაივლის მაშინის იქნება დიამეტრი)
-რა მანძილი იქნება წრეწირის ქორდა (საიდან სადამდე )
-რა მანძილი იქნება წრეწირის დიამეტრი (საიდან სადამდე)
  (12 წთ.)
●ამის შემდეგ  შევიყვან მოსწავლეებს კლასში და დავავალებ ინდივიდუალურად იმუშაონ რვეულებში ააგონ წრეწირი ,შემდეგ რადიუსი, ქორდები, დიამეტრი. მივცემ ამოცანა 1,2, 12-ს.  (5 წთ.)
ამის შემდეგ ერთ-ერთ მოსწავლეებს დაფაზე დავახაზინებ  წრეწირს და ვთხოვ გააფერადოს ნებისმიერი ორი რადიუსით შემოსაზღვრული სიბრტყე. გავაცნობ რომ ეს გაფერადებული ნაწილი წარმოადგენს სექტორს.ასევე დავახაზვინებ წრეწირს, გავავლებინებ ქორდას და ვთხოვ გააფერადონ ქორდით შემოსაზღვრული ერთ-ერთი მხარე.გავაცნობ რომ ეს გაფერადებული ნაწილი წარმოადგენს სეგმენტს. (5 წთ.)
წრეწირში ჩახაზული მრავალკუთხედების გასაცნობად გამოვიყენებ ტექსტის ბოლოს წარმოდგენილ სურათბს.ასევე ყველას დავახაზინებ წრეწირში ჩახაზულ მრავალკუთხედებს  რვეულებში.  (5 წთ.)
●მიღებული ცოდნის გამოყენების მიზნით კლასს ვამუშავებ ამოცანა 15-ზე (აქტიობის გაფართოების მიზნით) (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)